geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

 

ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ზსმფ)

2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული სკოლებისა (მაგ. ფიზ.-მათ. სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.), რომლებიც ემსახურებოდნენ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებებით და 2022 წლის 9 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ (შემდგომში „ზსმ სკოლა“); ზსმ სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება შემდეგი მამიმართულებებით: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და ქიმია.

 

ზსმ სკოლის მიზანია დისციპლინებში: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და ქიმია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება-გაღრმავება, ცოდნის შეძენა და განვითარება, თანამედროვე დარგობრივი სტანდარტის აზროვნებითი კულტურისა და ჩვევების გამომუშავება, თსუ-ში მოქმედ თანამედროვე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან და წამყვან აკადემიურ ცენტრებთან გაცნობა-დაახლოება და შეძლებისდაგვარად დაკავშირება. სკოლა მოსწავლეებს შეუწყობს ხელს მომავალში გახდნენ დაინტერესებული და მოტივირებული არჩევანის მქონე სტუდენტები და შემდგომში თავისი საქმის პროფესიონალები.

 

ზსმ სკოლა ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოიყენება ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანის პეციალისტები და თსუ-ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევარები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები/ განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან. სკოლას უკვე ჰყავს კურსდამთავრებულები, მათგან წარმატებულებს გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.

 

ზსმ სკოლაში სწავლა უფასოა.

 

ზსმ სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დეტალები:

 

თითოეული მიმართულებით შედგება თითო სასწავლო ჯგუფი (მაქსიმუმ 25 მოსწავლის შემადგენლობით) სკოლის X-XII კლასებიდან.

შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, 2026 წლის 17 ოქტომბერს 14.00-ზე შესარჩევი კომისიის მიერ საგნების მიხედვით თსუ მეორე კორპუსში (მეორე სართულზე ძირითადი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ: ფიზიკა-223 აუდ, მათემატიკა-207 აუდ, ბიოლოგია-219 აუდ, ქიმია-208 აუდ).

სწავლება დაიწყება 2026 წლის 19 ოქტომბერს.

 

  •   სწავლების პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც სასკოლო მასალა,  ასევე აღნიშნული დარგების თანამედროვე მიღწევები.
  •   კვირაში თითოეულ საგანში იქნება 3 საათიანი სწავლება, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
  •   თითოეულ საგანში ჩატარდე ბაკვირაში 2 მეცადინეობა 1.5 საათის ხანგრძლივობით წინასწარ გაწერილი ცხრილის მიხედვით.
  •   საკლასო მეცადინეობები ჩატარდება დღის 17.00-საათიდან 20.00-საათამდე, დღეში 2 საგნის შეთავაზებით.
  •   თითოეულ მოსწავლეს დაინტერესების შემთხვევაში ექნება ერთ ან რამდენიმე საგანზე სწავლის შესაძლებლობა, ცხრილი ამას გაითვალისწინებს.
  •   მეცადინეობები ჩატარდება ინტერაქტიული მეთოდით; სწავლებისას განხორციელდება გამოკითხვები და ცოდნის შემოწმება წინასწარი გაწერილი სიხშირით.
  •   სისტემატური გაცდენის ან დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.
  •   ცოდნის შემოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში სკოლაში სწავლის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  •   სკოლას ექნება გამოყოფილი პორტალი ფაკულტეტის ელექტრონული სწავლების ვებ-გვერდზე მასალების განსათავსებლად.

 

ზსმ სკოლის საკონტაქტო პირები:

 

ფიზიკა: პროფ.ნანა შათაშვილი, ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე, e-mail: nana.shatashvili@tsu.ge

მათემატიკა:  პროფ.ომარ ფურთუხია, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, e-mail: omar.purtukhia@tsu.ge

ბიოლოგია:    პროფ.დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, e-mail:diana.dzidziguri@tsu.ge

ქიმია:  ასოც.პროფ.მარინა რუხაძე, ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა, e-mail:  marina.rukhadze@tsu.ge